გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის შეშინებული სახეა გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა, რომლებმაც აღიარეს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა აიღოს

18-08-2024

„გიორგი სიორიძეს, დავით კირთაძეს და დავით ჯინჯოლავას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე პოლიტიკური კრუნჩხვები დამართვიათ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.


მისი თქმით, გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა ოპოზიციის შეშინებული სახეა, რომლებმაც აღიარეს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა აიღოს.


„არ მიკვირს, რადგან ასე ხდება, როცა არჩევნებთან ერთად ცესკოს გარე პერიმეტრზე გალავანი გაშინებს და ლოგიკურია, პოლიტიკური შინაარსის ველიდანაც გადიხარ, რადგან ზუსტად იცი, რომ „ღობის" სიმაღლეზე ნაკლებ პროცენტს აიღებ. ოპოზიციის შეშინებული სახეა გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა, რომლებმაც ცესკოს სხდომაზე შიშნარევი ტონით ოპოზიციის ზრახვა ვერ დამალეს და აღიარეს, რომ ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდგომი დღის მსგავსად, ახლაც, 2024 წლის არჩევნების წაგების შემდეგაც, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა პირდაპირი მნიშვნელობით აიღოს. 26 ოქტომბერი იქნება პოლიტიკური ვერდიქტი, რომელსაც დიდი ფულით ნაყიდი რევოლუციური სცენარი ვერ შეცვლის! ამომრჩეველი ხმას მისცემს მშვიდ, სამართლიან და თავისუფალ გარემოში! „ქართული ოცნება" ხალხის ნებით დამსახურებულ გამარჯვებას გაიფორმებს და ოპოზიციის მონაწილეობით შემოდინებული ფულით ნაყიდ ხელოვნურ რყევებს ხალხთან ერთად ქართული სახელმწიფო უპრობლემოდ გაუძლებს! მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი დაუძინებელი მეგობრების მიერ შეკვეთილი დღის წესრიგით აღარასოდეს იმოქმედებს და თქვენზე პოლიტიკურთან ერთად მორალურადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930