გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის - მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს

18-08-2024

„მექსიკა აშშ-სთან დიპლომატიური ომის ახალ ფაზაში შედის - ამჯერად, ჩვენთვის ძალზე კარგად ნაცნობი სცენარით,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.


დავით ქართველიშვილი აშშ-მექსიკის პოლიტიკურ ურთიერთობას მიმოიხილავს და პარალელს საქართველოსთან ავლებს.


მისი თქმით, არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის - მკითხველმა თავად უნდა განსაჯოს, ხოლო სჭირდება თუ არა ამ არაჯანსაღ მდგომარეობას გადატვირთვა - რიტორიკულ შეკითხვად უნდა დარჩეს.


„საქართველოში დიდი ხანია „ფაქტზე" გვყავს გამოჭერილი იგივე USAID თუ NED ოპოზიციური პარტიებისა და მათთან აფილირებული ენჯეო-სექტორის ანტისახელისუფლებო დაფინანსებაში. იმავე ბრალდებებს ვაშინგტონს უყენებს მეხიკო, კერძოდ - USAID-ის, ფორდისა და როკფელერის ფონდების მიმართ, რომლებიც ანტისამთავრობო პროცესების გაღვივების მიზნით აფინანსებენ ათობით ოპოზიციურ ენჯეო-ორგანიზაციებს. მექსიკა მკაცრად ითხოვს ბაიდენის ადმინისტრაციისაგან შეწყვიტოს თავისი უხეში ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. ეს უკვე მერამდენე მწვავე შეტევაა აშშ-ს წინააღმდეგ მექსიკის ხელისუფლების სათავეში მყოფი მემარცხენე პოლიტიკური ძალების მხრიდან. ჯერ კიდევ ლოპეს ობრადორის პრეზიდენტობის დროს მექსიკამ შეწყვიტა ამერიკასთან სამხედრო კოოპერაცია, დახურა თავისი საჰაერო სივრცე აშშ-ს სამხედრო ავიაციისა და სადაზვერვო დრონებისთვის. ამას მოჰყვა მექსიკის გადაწყვეტილება - უარი თქვას ამერიკული გენმოდიფიცირებული ხორბლის იმპორტზე, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ადგილობრივ ფერმერებს.


„საკონტროლო გასროლის" ტოლფასი იყო ამერიკაში საფერმერო მეურნეობებისთვის განკუთვნილი სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტა. მეხიკო ასევე უარს აცხადებს ბაიდენის ადმინისტრაციისათვის აშშ-ს სამხრეთში საიმიგრაციო კრიზისის გადალახვაში დახმარების გაწევაზე. მექსიკა მკაცრად ითხოვს ამერიკისგან ვენესუელასა და კუბას წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მოხსნას. მექსიკის ესოდენ პრინციპული და შემტევი პოლიტიკა იმდენად პოპულარულია ქვეყანაში, რომ ლოპეს ობრადორის გუნდის წევრმა, ახალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, ხმათა 60% აიღო. ეს ხმები მან აიღო ამერიკის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური ენჯეო-სექტორის ანტისახელისუფლებო კურსის მკვეთრი გააქტიურების მიუხედავად.


მექსიკას ასევე არ პატიობენ მის თანდათანობით გადაწყობას ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში უკვე მილიარდობით დოლარის ინვესტიციები განახორციელა. არის თუ არა მსგავსება საქართველოსა და ბაიდენის ადმინისტრაციასა და აშშ-მექსიკას ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს შორის - თავად განსაჯეთ. სჭირდება თუ არა ამ არაჯანსაღ მდგომარეობას გადატვირთვა - რიტორიკულ შეკითხვად დავტოვოთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930