გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს

19-08-2024

10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე.


„რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უვიზოდ შემოსვლას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კითხვაზე, რა გზავნილები ჩამოიტანა ფარცხალაძემ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა: „რა შუაშია გზავნილები, არ მგონია, რომ ეს ადეკვატური შეკითხვა იყოს".


მისივე თქმით, 10-წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას.
„სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს. რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოგვიდგინეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა მოსამართლეებს, ეხება ოთარ ფარცხალაძეს და ა.შ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031