გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი: ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება

10-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი მეშველიანის განცხადებით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.

 

ეს განცხადება მან ბოლნისში ამომრჩეველან შეხვედრაზე გააკეთა.

 

“ჩვენი კანდიდატის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მან ჩვენს ოპონენტებს ევროპული საარჩევნო კამპანია შესთავაზა, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო არ  გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ. შავ პიარ-კამპანიაზე, ტალახის სროლაზე და სიბინძურეზე. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ იმიტომ რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია სიმართლე სიყალბისგან საკმაოდ კარგად გაარჩიოს და რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება  შავბნელ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც ძალადობრივი ქმედებების შემოქმედი და ავტორი იყო. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31