გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10-10-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ჯაფარიძის, თიგიშვილის, ზაქარაიას, ურიდიას, კაჭრეთის, საბურთალოს, დადიანის, კოტე აფხაზის, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ყავლაშვილის, ავლევის, დიუმას, პუშკინის, ოქრომჭედლების, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის, 11 საათიდან 14 საათამდე სოფელი დიღმის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 12:30 საათამდე გოთუას ქუჩის მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა დოლიძის და ქარელის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე დაბა კიკეთის, სოფელი დიდების და ბეთანიის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე კი სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, დიდი ხეივნის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, მტკვრის, ორთაჭალის, გორგასლის, უსახელოურის, ბადაგის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, ხეივნის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, გრიშაშვილის, შავიშვილის, წითლანაძის, გულუას, საბატონოს, გულიას და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930