11-10-2018
ელიავას ბაზრობაზე, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის საამქროში ცეცხლი გაჩნდა.
ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 18 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მანქანა იყო მობილიზებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განდაგურებას გულისხმობს.