გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-მა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა

11-10-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.


გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ხორციელდებოდა და ფარული საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების  გამოსავლენად ტარდებოდა, რაც გულისხმობს საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების  სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  თბილისში მდებარე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და  საცხოვრებელ  სახლებში   ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს ადგილი ჰქონდა.


საქმეზე დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930