23-08-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს.
გ. კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.