გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა  

11-10-2018

ჰონგ-კონგში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ის ორგანიზებით, ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც  17 ქართული კომპანია მონაწილეობდა.

 

ფესტივალს „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად,  მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფესტივალი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას  ღვინის იმპორტიორები, მაგისტრები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალი მასტერკლასებს, დეგუსტაციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს მოიცავდა.

 

დებრა მეიბურგი აცხადებს, რომ ქართული ღვინო ბოლო წლებში ჩინეთის და ზოგადად აზიის ბაზარზე, განსაკუთრებული პოპულარობითა და ინტერესით სარგებლობს. ღვინის მაგისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩინეთის ბაზარზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ანალოგიურ ფორმატში ქართული ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს შანხაიში გაიმართება. დებრა მეიბურგის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის აზიის ტურის ფარგლებში“ ღონისძიებები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ჩატარდა. წლის ბოლომდე  „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში,  ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში მაკაოში, სიამენში, გუანჯოუსა და  შენჭენში  გაიმართება. 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031