გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

11-10-2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ. და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი.


სამართალდამცველებმა ნ.ტ. და რ.გ. 2018 წლის 11 იანვარს დააკავეს. ნ.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ხოლო რ.გ.-ს 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ნ.ტ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან მაღალი ხარისხის თანამშრომლობის გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930