გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ დადებითი საერთაშორისო ინდექსი, რომლითაც განებივრებულია საქართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წინ დესტრუქციულთა მითების გასაქარწყლებლად

26-08-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს, 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.


აბაშიძე აღნიშნავს, რომ „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ დადებითი საერთაშორისო ინდექსის გამოქვეყნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წინ.


„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის დადებითი საერთაშორისო ინდექსი, რომლებითაც განებივრებულია საქართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წინ დესტრუქციულთა მითების გასაქარწყლებლად. რასაკვირველია, ნაცსექტა მისთვის ჩვეული ჩამორჩენილობით, მსგავს დადებით რეიტინგებს ან არ იმჩნევს ან უწიგნურ ადეპტებს ვითომ აშაყირებინებს. გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორია: საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს, 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031