გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, ეს მოცემულობას ვერ შეცვლის

26-08-2024

„ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. ის არ მოიცავს მხოლოდ თანამედროვე იარაღით და ამუნიციით აღჭურვას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.


ანჯაფარიძის თქმით, რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ა.შ. ეს მოცემულობას ვერ შეცვლის.


„ერთ-ერთი რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, ეს არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. ის არ მოიცავს მხოლოდ თანამედროვე იარაღით და ამუნიციით აღჭურვას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც. ქვეყანას, რომელიც საკუთარი არმიის სოციალურ კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, არ შეიძლება ეწოდოს სახელმწიფო. და რაც არ უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე ნაც-ბაბლმა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ა.შ. ეს მოცემულობას ვერ შეცვლის. მათი ფილოსოფიით, რაკი არჩევნებს ემთხვევა, სამხედროს ბინა არ უნდა მიეცეს? ქართულ ჯარს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, თუნდაც იმის გათვალისწინებით თუ როგორ იცვალა სახე თანამედროვე ომმა. იმედია ხელისუფლება ამაზედაც იზრუნებს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30