გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავა

27-08-2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.


დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული ნ.ბ., 1993 წელს დაბადებული ტ.ნ. და 1998 წელს დაბადებული რ.ბ.


დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებს დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები მათი დავალებით, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდნენ, ხოლო უარის მიღების შემდეგ, მოქალაქეების დაშინებას ცდილობდნენ და ქონებას უზიანებდნენ.


ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.ბ., ტ.ნ. და რ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.


მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 - 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს” –აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930