გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილონ მასკის შეფასებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კომპანია Meta-ზე ზეწოლა აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევაა

27-08-2024

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის წერილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს.


„ჩანს, რომ საქმე გვაქვს პირველი შესწორების დარღვევასთან“, - დაწერა მასკმა.


პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და მის შეზღუდვას.


მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31