გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია

27-08-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „კი ევროპა - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ძლიერი საქართველო“, „ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“, ელენე ხოშტარია, „ახალი ერთობა გვარამია-მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. აბაშიძის თქმით, საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან .წ. NGO-ები ასევე „ნაცსტრუქტურები" არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა.


„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაზე - საჯარო მოხელეების ქონებრივ დეკლარაციებზე ჩასაფრებულნი არიან ე.წ. არასამთავრობოები, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გაუმჭვირვალობაზე დუმილია, რადგან ე.წ. NGO-ები ასევე „ნაცსტრუქტურები" არიან და მათ უცხოელ დონორებსაც მოუწევთ კანონის დაცვა! ეს არც „რუსული" სტილია და არც „ავტორიტარული" - ანგარიშვალდებულება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. აღნიშნულმა აქტორებმა ეს კარგად იციან, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს „შავი ფული" აფინანსებს და არა კეთილსინდისიერი შემოწირულობები, მაგრამ ანტიქართულ საქმიანობაში ყველას კანონით გათვალისწინებული კრახი ელოდება“, - აცხადებს გია აბაშიძე

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930