გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს

27-08-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას ულოცავს.


როგორც მთავრობის მეთაური "ფწისბუქზე" წერს, საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია.


"უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.
მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება.
საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით.


გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში", - აღნიშნავს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031