გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
27 სექტემბერს პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

29-08-2024

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აანონსებს. ამის შესახებ ორგანიზაცია ინფორმაციას Facebook და Instagam გვერდებზე ავრცელებს.


მათი ცნობით, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.


“ხელი შევუწყოთ ხვალინდელი დღის მშვიდობას დღევანდელი მოგზაურობით. მოდით 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმს მშვიდობის სიმბოლური როლი მივცეთ. საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ“,-წერია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში.


მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში სადისკუსიო პანელები გაიმართება, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.


„2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.


ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930