გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი “Startup Generation Senaki“ ჩატარდება

30-08-2024

სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი “Startup Generation Senaki“ ჩატარდება. პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, რომლებიც სტარტაპის შექმნით არიან დაინტერესებული, ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირების და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარების განვითარება; ასევე მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში დარეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება.

 

 „Startup Generation“ გულისხმობს 35-მდე ბენეფიციარისათვის1-თვიან პროგრამას, სატრენინგო შეხვედრებსა და დისტანციურ მენტორშიფს, რომელიც დაეხმარება მათ განავითარონ საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეები, შექმნან ტექნოლოგიური პროექტები. პროექტის ბოლოს ჩატარდება დემო დღე, სადაც მონაწილეები ჟიურის და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობენ საკუთარ სტარტაპიდეებს. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელსზემოთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.  

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31.08.2024

სარეგისტრაციო ბმულიhttps://apps.mygita.ge/zs/ADBq2c 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებითა და „Master Education“ ორგანიზებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31