გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში 22 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

19-12-2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში 22 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, ვასილ ბურძგლამ განუცხადა, ახალგაზრდა გუშინ საღამოს, ტყეში ჩამომხვრჩვალი ნახეს.
მისივე თქმით, გარდაცვლილი ჯურუყვეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და პერიოდულად სეზონურ სამუშაოებზე ფიზიკურად მუშაობდა. ახლობლებისთვის უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


reginfo.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31