11-10-2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობააზე, რომ „ქართული ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან, სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან ქართული ოცნების წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს , როგორც წვრებს, ისე მხარდამჭერებს,“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ამ პოლიტიკური პარტიის დაშლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.