გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცებს“ აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას, რაც ძალიან ცოტააო - კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233-ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, თქვენ უფრო სამარცხვინოები ხართ?

30-08-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ ოპოზიციის რეაქციებს ეხმიანება.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, რომ 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას უცხოური გამჭვირვალობის რეესტრში და ეს რიცხვი ძალიან ცოტააო.


მისივე თქმით, კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233 ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, ისინი უფრო სამარცხვინოები არიან?

„ნაცებს და ნაცენჯეოებს აქვთ ატეხილი აჟიოტაჟი, 30 000 ენჯეოდან მხოლოდ 233 ითხოვს დარეგისტრირებას უცხოური გამჭვირვალობის რეესტრში და ეს რიცხვი ძალიან ცოტააო. თქვე დალოცვილებო, კანონის საწინააღმდეგო სარჩელს 233 ზე ნაკლებმა ენჯეომ მოაწერა ხელი და რა გამოდის, თქვენ უფრო სამარცხვინოები ხართ?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031