გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე ნაძალადევში სპორტულ ცენტრს გახსნის

11-10-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხვალ, 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხვალ, 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ნაძალადევის რაიონში ახალ სპორტულ ცენტრს გახსნის. 


3247  კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი სრული დატვირთვის შემთხვევაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. 

 
ნაძალადევის სპორტული კომპლექსი მოიცავს:


• ჭიდაობის დარბაზს;

• კრივის რინგს;

• 2 საცურაო აუზს (დიდი - 25 მ. პატარა - 15 მ);

• ფიტნეს-დარბაზს;

• გასახდელებს და სველ წერტილებს;

• კაფეს; 

• სპორტულ მაღაზიას.


ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები. 
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების  ჩართვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30