გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დღეს ტყიბული ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული

31-08-2024

ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„გილოცავთ ყველას ტყიბულქალაქობას, ამ უმშვენიერესი, ულამაზესი ქალაქის დღეს. ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით. კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მოგესალმოთ და მოგილოცოთ თქვენი ქალაქის დღე. 
როგორც მოგეხსენებათ, მე რაჭველი ვარ და ისევე, როგორც ყველა რაჭველისთვის, ჩემთვისაც ტყიბული არის გამორჩეულად ახლობელი ქალაქი. დაახლოებით 30 წელია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს მიწევს ტყიბულში ჩამოსვლა და ჩემს თვალწინ გაიარა ტყიბულის განვითარებამ, ისტორიამ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. მე მახსოვს 90-იანი წლები, ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რომ განსაკუთრებულად აისახა კონკრეტული მოვლენები ტყიბულის განვითარებაზე 90-იან წლებში და შემდეგი 10 წელიც გვახსოვს, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ ქალაქს. დღეს ეს ქალაქი,  ტყიბული არის  ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ. ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქალაქს უბრალოდ ვერ იცნობთ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ტყიბული დღეს არის გამორჩეულად ლამაზი და ამაში განსაკუთრებული წვლილი იმ პროექტმა შეიტანა, რომელიც განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ყველას მინდა მოგილოცოთ განახლებული ტყიბული. ასევე, როგორც რაჭველმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახაობაა ნაქერალადან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930