გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ჩაირიცხება თითოეული სპორტსმენის ანგარიშზე

31-08-2024

„არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ფონს მარტივი ტყუილებით გავიდეს.


„რამდენიმე ტყუილს შეიცავდა სიუჟეტი, რომელიც გავრცელდა ტვ პირველზე, რეალურად, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე. აქაც მარტივი ტყუილებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასეთი ტყუილები რომ ვერ ჭრის ხოლმე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ 60% რეიტინგი და ამიტომ აგებს ძალიან მძიმედ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031