12-10-2018
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, მამაკაცმა საკუთარი 2-სართულიანი სახლი გადაწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა.
ხანძრის შედეგად ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, ასევე, დამწვარია საოჯახო ტექნიკაც.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.
„ექვსი მანქანა მუშაობდა. ხანძრის ხანგრძლივობამ ერთი საათი გასტანა, რადგან დიდი ხანძრის კერა იყო.
შედეგად განადგურდა სახლი და შიდა ტექნიკა,“ - განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ვახო მაჭავარიანმა.