გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-მა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიცა

12-10-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების  თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი  კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის  ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მოთხოვნების თანახმად, კომპანიას ოთხი ობიექტის სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 546 882 ლარი, უნდა განეხორციელებინა.


ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით,  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს.  ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირები  საერთო ჯამში  143 451  ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც  სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო ბრალდებულების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.


გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031