გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მიზნით ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

4-09-2024

„კანვასი - რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მისივე თქმით, კანვასი ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა და ამ პროცესში მისი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდებია.


„კანვასი - რევოლუციების ექსპორტ-იმპორტიორი ორგანიზაციაა! ბელორუსია, ირანი და ვენესუელა ორგანიზაცია „კანვასს“ რევოლუციების ექსპორტ-იმპორტში პირდაპირ ადანაშაულებს. თავის მხრივ „კანვასი“ არ უარყოფს, რომ მისი საქმიანობა „არაძალადობრივ რევოლუციებს“ უკავშირდება, თუმცა მის ექსპორტს სხვა ქვეყნიდან ადასტურებს. 2011 წელს ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა გატეხა ამერიკული სადაზვერვო სპეცსამსახურის Stratfor-ის კომპიუტერული ქსელი და „კანვასსა“ და მათ შორის პირდაპირი კავშირის ამსახველი დოკუმენტაცია (მიმოწერა) WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა. ამით კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა „კანვასის“, როგორც ორგანიზაციის მიზანსა და მისიას დაგეგმოს და აწარმოოს რევოლუციური პროცესები ამის დამკვეთ ქვეყნებში. რომ იცოდეთ „კანვასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში.


P.S. კანვასის შესახებ ყველაფერი ნათელია, ეს ორგანიზაცია იკითხება და იშიფრება, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ღიაა - რევოლუცია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა, ამ პროცესში კი მთავარი საბრძოლო იარაღი ახალგაზრდები არიან,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930