გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
“ზედაზენი“ ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობის მხარდამჭერია

12-10-2018

მიმდინარე წლის 12-14 ოქტომბერს თბილისი სამბისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია. მსოფლიოს ჩემპიონატში ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა შორის, 31 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.


3 დღის განმავლობაში ახალგაზრდა სამბისტები ჩემპიონ-პრიზიორებს 10 წონით კატეგორიაში გამოავლენენ და მედლების 40 კომპლექტი გათამაშდება.

მსოფლიოს პირველობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სამბოს ფედერაცია ჩაატარებს.


ჩემპიონატის სპეციალური პარტნიორია „ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქართული სპორტის განვითარებაში და არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერია. ამასთან, წლების განმავლობაში „ზედაზენი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა და მუდმივად მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომლებიც ახალგაზრდა თაობას სპორტულ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031