გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია: საპრეზიდენტო კანდიდატის გვარ ბაქრაძეს და სიტყვა მომავალს ერთად ნუ ახსენებთ

13-10-2018

"სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია"-ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გამართულ დებატებზე გააკეთა.


"ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი ბაქრაძე მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, არადა დავით ბაქრაძე, ისევე როგორც გრიგოლ ვაშაძე აპირებს მოქალაქეობის აღდგენის, შეწყალებისა და სხვა გზებით ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები ანუ უნდათ დააბრუნონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსული. ამიტომ, ჩემი რჩევაა რომ საპრეზიდენტო კანდიდატის გვარ ბაქრაძეს და სიტყვა მომავალს ერთად ნუ ახსენებთ.


რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს. მის გამოცდილებასთან და კვალიფიკაციასთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია.


სალომე ზურაბიშვილის 46 წლიანი ევროპული დიპლომატიური კარიერა მეტყველებს ყველაფერზე, იმაზე თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.


ამასთან, ამ კანდიდატებიდან სწორედ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია"-განაცხადა გაბუნიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031