გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უმასპინძლა

9-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.


მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31