გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თაბუკაშვილის ქუჩაზე სადარბაზოს რეაბილიტაციისას ადრეული მხატვრობის ნიმუში გამოვლინდა

13-10-2018

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მთაწმინდის გამგეობა სადარბაზოს რეაბილიტაციას ახორციელებს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები გამოვლინდა.


თბილისის მერიის ინფორმაციით, ინტერიერის დიდი ნაწილი თვითნებური ჩარევის შედეგად შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.


ამ დროისთვის, სადარბაზოში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მხატვრობასთან ერთად, ასევე, პირვანდელი სახით აღდგება კარები, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები.


შენობა 1889 წელსაა აგებული და მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ფერწერული კომპოზიცია, რაზეც წინასწარი დათვალიერებით, წელიწადის დროებია გამოსახული, იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია.

თაბუკაშვილის ქ. N42-ში მიმდინარე სამუშაოებსა და მხატვრობის ადრეულ კომპოზიციას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031