გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რატომ აკრიტიკებენ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები კანონპროექტს, რომელიც ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, გაუგებარია

9-09-2024

რატომ შეიძლება აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონპროექტში არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები.


„ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია, როგორც სტანოს, ასევე ო ბრაინის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი არ არის დადებითი საზოგადოებისთვის. აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელსაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში. როდესაც აქ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გვესმის ჩვენ კრიტიკა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი. რატომ შეიძლება, აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები. ეს კრიტიკა არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ასეთ განცხადებებს აღარ მოვისმენთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031