გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები

9-09-2024

საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი, სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებს ვერ ატარებენ, აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები.


„საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები ვერ დავაკონკრეტებ გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან იმართება ეს ბრიფინგი, რომლებსაც ქართველი ხალხის მიმართ არაფერი აქვთ სათქმელი. ვერაფერს ამბობენ, კამპანიებს ვერ ატარებენ აქვთ ხან კულინარიული შოუ შეთავაზებული საზოგადოებისთვის, ხან სხვა ტიპის პროპაგანდისტული აქტები. რეალურად საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან და სინამდვილეში ისინი საარჩევნო კამპანიას მართავენ ქვეყნის გარეთ, რაც სამწუხაროა. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამისათვის მათთვის ხდება პლატფორმების შეთავაზება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი აქტები რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ამომრჩევლის ნებაზე, რომელიც გამოიხატება რეალურად 26 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930