გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობაში ბრალდებულს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

13-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 იანვარს, ვ.ა.-მ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეაღწია ქ.თბილისში მ.ძ.-ს საცხოვრებელ ბინაში.


თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულს 390 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა ვ.ა. 2018 წლის 29 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახითშეეფარდა პატიმრობა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031