გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის ინიციატივა არასამთავრობოების ქართული ფულით დაფინანსების შესახებ, არის საუკეთესო შესაძლებლობა ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის

9-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის თანახმად არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფოდან საგრანტო კონკურსები უნდა დაწესდეს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ამ ინიციატივას საზოგადოება დიდი ხანია, ელოდებოდა.


თამარ ჩიბურდანიძე წერს, რომ ეს ინიციატივა იძლევა შესაძლებლობას თავიდან იქნეს აცილებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი თანხების ქართულ პოლიტიკაში ხარჯვა.


„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება, არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფოდან საგრანტო კონკურსების შესახებ, არის საუკეთესო ინიციატივა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია ელოდა. უცხო ქვეყნის ფული ბუნებრივია, პირველ რიგში, დონორი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. სახელმწიფოები რომ საკუთარი ინტერესების გარეშე სხვა ქვეყნებისთვის ფულს არ ხარჯავენ, ეს ანი და ბანია ყველასთვის.


აქედან გამომდინარე, უცხო დონორების ფული უმეტესად სწორედ უცხო ქვეყნის გავლენებს ემსახურება საქართველოში. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ქართული არასამთავრობოებისთვის მიცემული კოლოსალური თანხები მეტწილად ქართულ პოლიტიკაში ირიბად ფულის ჩასხმაა. დღეს უკვე ირიბადაც აღარ ხარჯავენ და პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე. უფრო მეტიც, იმდენად გათავხედდნენ, რომ საარჩევნო პროცესებშიც კი ერევიან.


ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოდან არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო კონკურსებისთვის ორჯერ მეტი დაიხარჯება, ვიდრე დღეს ხარჯავენ უცხოური ორგანიზაციები. პრემიერის ინიციატივა არასამთავრობოების ქართული ფულით დაფინანსების შესახებ, არის საუკეთესო შესაძლებლობა ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ძლიერი და ეროვნულად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს საყრდენია”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930