გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ფარულავა: გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება

9-09-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 7-8 სექტემბერს, სამეგრელოში, პირველად, გემო ფესტი გაიმართა. რეგიონისთვის გემო ფესტის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე და კოპეშონის წარმომადგენელი ეკატერინე ფარულავა.


„გემო ფესტი ძალიან სასურველი ფესტივალია სამეგრელოსთვის. საინტერესო გამოცდილება მივიღე, როგორც მონაწილემ და მეწარმემ. ეს ჩემთვის პირველი დიდი

ღონისძიებაა, სადაც სულ სხვა კუთხით ვიყავი წარმოდგენილი. გემო ფესტი სამეგრელოსთვის ეს არის ახალი ვიზიტორების მოზიდვა, ტურისტული და ეკონომიკური ინტერესის გაძლიერება. ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. ძალიან საინტერესო იყო“,-აცხადებს ეკატერინე ფარულავა.


„გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.


გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.


გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.


გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“ –აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტარციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031