გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაფე ბოტანიკო: გემო ფესტი ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო, ფესტივალზე მეგრული კერძების სხვა მოდერნიზებული ვარიაციები წარვადგინეთ

9-09-2024

7-8 სექტემბერს, სამეგრელომ გემო ფესტს პირველად უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. კერძო სექტორისთვის კულინარიული ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს ფესტივალის მონაწილე და კაფე ბოტანიკოს წარმომადგენელი იესო ქაქუთია.


„ფესტივალით საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ. გემო ფესტი ჩვენთვის პირადად დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ აქ, ამ ფესტივალზე, მეგრული კერძების სხვა სახით, მოდერნიზებული ვარიაციები წარვადგინეთ. კმაყოფილები ვართ საერთო ჯამში და შემდეგშიც ველოდებით სტუმრებს, მომავალ წელს, ისევ გემო ფესტზე“,-აცხადებს კაფე ბოტანიკოს წარმომადგენელი იესო ქაქუთია.


„გემო ფესტი სამეგრელოში პირველად გაიმართა. ზუგდიდში გემო ფესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.


გემო ფესტის ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.


გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩისთვის ეყურებინათ, მოესმინათ ჯგუფი მგზავრებისა და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.


გემო ფესტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“ –აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930