გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

10-09-2024

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს.


„კეზერაშვილის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება კიდევ ერთი ქართველი კრიმინალი − ზურაბ ადეიშვილი. არათუ გადაადგილდება, უკრაინის ხელისუფლებამ მას უმაღლესი თანამდებობაც კი მისცა და ისიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით დადის და საკუთარ „გამოცდილებას“ უზიარებს ევროპელ კოლეგებს. მაშინ, როცა კეზერაშვილის მსგავსად ადეიშვილს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს დადასტურებული, და სამართლის უზენაესობის პირობებში ის აუცილებლად ქართულ ციხეში უნდა იხდიდეს სასჯელს. სხვათა შორის, როდესაც სისხლიანი რეჟიმის ორ მთავარ ბანდიტზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაური − მიხეილ სააკაშვილი. მისი ბანდის წევრების მსგავსად, ისიც სრულიად თავისუფლად დადიოდა ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნიდან მეორეში, სანამ პატრონებმა საქართველოში არაჟნის კონტეინერით ფარულად შემოპარვა და რევოლუციური გეგმების განხორციელება არ დაავალეს. რომ არა ქართული სპეცსამსახურების უმაღლესი კვალიფიკაცია, პროცესების გართულების რისკი ნამდვილად არსებობდა, - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.


ასევე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტები უტყუარად ადასტურებს ერთ რამეს - დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია.


„ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება და ამით არის განპირობებული ის უსამართლო დამოკიდებულება, რასაც საქართველოს მიმართ აქვს ადგილი. ამიტომ ხდება ისეთი აბსურდული რეზოლუციების მიღება, სადაც კეზერაშვილი უდანაშაულო მედიამფლობელია, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს...


ეს არის ბოლომდე დეგრადირებული ევრობიუროკრატიის სახე, რომელიც ეგრეთ წოდებული Deep state-ისგან მართული ამერიკული სპეცსამსახურებისგან მიღებული დირექტივის განხორციელებისთვის მზად არის ფეხქვეშ გათელოს ოდესღაც ევროპასთან ასოცირებული ფასეულობები − იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ სხვა“, - ნათქვამია „ერთიანია ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930