გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

13-10-2018

ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში გურჯაანის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 80-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის, საოჯახო და მცირე მარნების სხვადასხვა სახეობის ღვინოები, ჭაჭა და სხვა სასმელები.


ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის განცხადებით, გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი აღინიშნება 2018 წლის წარმატებულად ჩატარებული რთველისა და გადამუშავებული ყურძნის რეკორდული რაოდენობის ფონზე.


,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია. მისასალმებელია რომ ღვინის ფესტივალი გურჯაანში იმართება, სადაც წელს წარმატებით ჩატარდა რთველი და გადამუშავდა კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დიდი რაოდენობის ყურძენი. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. გურჯაანის ღვინის ფესტივალს წელს უფრო მეტი ადგილობრივი მოსახლე და ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მისი მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.


გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გაიმართა ღვინოების დეგუსტაცია, დამზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა.


ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით გაიმართა.


„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბრამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.


წლევანდელი ფესტივალი ნიაზდიასამიძისა და ანსამბლ 33ა-სკონცერტით დასრულდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031