გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: პრემიერის ინიციატივა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღ პროცესებს და დემოკრატიულ განვითარებას

10-09-2024

პრემიერის ინიციატივა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღ პროცესებს და დემოკრატიულ განვითარებას. რაც შეეხება რადიკალების კომენტარებს, ამ განცხადებებში მათ ფაქტობრივად დაადასტურეს საკუთარი უვიცობადა უგუნურობა, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.


„მათ არ იციან თუ როგორ მუშაობს წამყვან დემოკრატიულ სახელმწიფოებში მსგავსი სისტემები და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს რეკომენდაციები რა არის.


ფაქტობრივად ამ განცხადებებით ისინი დაუპირისპირდნენ საერთაშორისო კონვენციებს. ერთადერთი რაც აინტერესებთ მათ, ეს არის საქართველოში რამენაირად იყოს ორმაგი სტანდარტები, არეულობა და ქაოსი“, -აღნიშნა იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031