გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
იაპონური გამოცემა სააკაშვილის ხელისუფლებას აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს

14-10-2018

იაპონური გამოცემა, «The Asahi Shimbun», საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას სკანდალურ ბრალდებას უყენებს და აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.


გაზეთი, ჟურნალისტ მიტიტაკ ჰატორის ავტორობით საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც სხვა თემებთან ერთად, საუბარი აგვისტოს ომზეცაა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:


2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება წინდაუხედავად მოიქცა და სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცადა განდგომილ სამხრეთ ოსეთზე თავისი კონტროლი აღედგინა, მაგრამ რუსეთის ჯარების წინააღმდეგობას წააწყდა და ომი წააგო. მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე-იურედ აღიარა, რის შედეგადაც ეს ორი რეგიონი საქართველოს საბოლოოდ ჩამოსცილდა.


2008 წლის აგვისტოს ომი პეკინის ოლიმპიადის დროს დაიწყო - იმ ღონისძიების დროს, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა, ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობაში შოკი გამოიწვია. გარდა მისა, ომმა საკმაო რეზონანსი იმითაც გამოიწვია, რომ დაირღვა ე.წ. „მაკდონალდსის კანონი“ - არაოფიციალური ნახევრად სახუმარო წესი, რომლის თანახმად, ის ქვეყნები, რომლებიც იმდენად არიან განვითარებულნი, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკული კომპანია „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნები არსებობს, ერთმანეთთან ომს არ დაიწყებენო, მაგრამ თბილის-მოსკოვის შემთხვევაში „მაკდონალდსის კანონმა“ არ იმუშავა.


შესაბამისად, საქართველომ ნეგატიური იმიჯი მოიპოვა: პატარა ქვეყანა, რომელმაც დაუფიქრებლად და წინდაუხედავად დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ, თავისმა ნაბიჯმა თვითგანადგურებამდე მიიყვანა. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო წლებში საქართველოს პოპულარობა მსოფლიოში გაიზარდა. ჩემი აზრით, კავკასიურ სახელმწიფოს იაპონიაშიც ჰყავს ფანატები და აი, რატომ: საქართველო ძალზე ლამაზი ქვეყანაა, მას ბევრი ეგზოტიკური ღირსშესანიშნაობები აქვს. ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ქვეყანა ტურისტულ მექად გადაქცეულიყო. საქართველო დღეს უცხოელი ტურისტებისთვის ღია ქვეყანაა, მათ შორის იაპონელი გურმანებისთვისაც, რომლებიც უნიკალური ქართული ღვინის თვისებებზე, ხაჭაპურისა და ხინკლის გემოზე საუბრობენ"-ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930