გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან

12-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კიკვიძისა და ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.


მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. დელეგატმა უპასუხა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე, შტაბის უფროსი - მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე, ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031