გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14-10-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე ფარნავაზის გამზირის, ნოზაძის გამზირის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და თამარაშვილის ქუჩის, 12 საათიდან 12:30 საათამდე იოსებიძის, ანა კალანდაძის და შარტავას ქუჩების, 12:30 საათიდან 13 საათამდე კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების, ხოლო 13 საათიდან 13:30 საათამდე გამსახურდიას II კვარტლის და ხვიჩიას ქუჩის მაცხოვრებლები.


ასევე, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, კაჭარავას, წერნაკის, ჰოლბრუკის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე წინანდლის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს, 10:30 საათიდან 18 საათამდე გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 16 საათამდე კი შატბერიშვილის ხევის და ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


„თელასის“ ინფორმაციითვე, ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, X მიკრორაიონების, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავის და ხიდის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 18 საათამდე რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეუწყდება ელექტრომომარაგება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930