გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი, უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი

14-09-2024

„ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური, არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი”, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ფიქრობს, რომ საქართველოს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.


„მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური, არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი. ლაშა ბექაური: მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი. მისი თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან. ლაშა, ღმერთმა გახაროს და წარმატებები არ მოგაკლოს შენ და ყველა ჩვენს წარჩინებულ თანამემამულეს!”, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031