გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: გახსოვდეთ, ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი!

14-09-2024

„თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.


კახა კალაძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.


„ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის… სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი! “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება! ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს!”- განაცხადა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30