გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასული წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14,4 მილიარდი ლარია

15-10-2018


გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ გასული წლის ბოლოსათვის 56,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 8,1 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. გასული წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14,4 მილიარდი ლარია.


ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ გასული წლის ბოლოსათვის 2,7 მილიარდი ლარი შეადგინა. 2017 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2,2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 60,2. 2017 წლის ბოლოსათვის, არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 34,5 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 9,0 მილიარდ ლარს).


მთლიანი ვალდებულებებიდან 8,6 მილიარდი ლარი1 წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2017 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6,4 მილიარდი ლარი შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება 81,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ  გასული წლის ბოლოსათვის 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა.


არაფინანსური კორპორაციების მიერ გასული წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 6,0 მილიარდი ლარი შეადგინა.


გასულ წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 7,3 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით - 1186,1 მილიონი ლარია, ვალის მომსახურება ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 65,8 მილიონი ლარი, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით - 526,7 მილიონი ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031