გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა

15-10-2018

გასულ წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 2379 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 4610,9 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (74,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 10,4 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 15,6 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საპროცენტო ხარჯებმა 1479,7 მლნ. ლარი შეადგინა. დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე 819,9 მლნ. ლარი დაიხარჯა.

 

გასული წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1366,0 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით.

 

გასულ წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ფიქსირებულ აქტივებში განხორციელდა 607,5 მლნ. ლარის ინვესტიცია.

 

2017 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1426,3 მლნ. ლარი შეადგინა.

 

2017 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,8 ათას კაცს, რომელთაგან 61,4 პროცენტი ქალი იყო.

 

გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების2 მიერ გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 413,1 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 43,4 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,7 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 15,5 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 7,0 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (16,4 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

 

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 251,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 63,8 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 17,8 პროცენტი - სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაზე (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), 11,2 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 3,5 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, დანარჩენი (3,7 პროცენტი) უბედური შემთხვევის და სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031