გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!

16-09-2024

მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და  საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა –ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 


ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილის ბოდიში ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში.


„მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და  საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა. 


ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის საქართველოს დადანაშაულება და რუსეთის გამართლება. ეს ეხება არამარტო 2008 წლის ომს, არამედ ყველა კონფლიქტს საქართველოში, დაწყებული 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებიდან, როცა აგენტმა კიტოვანმა რუსეთის დახმარებით კანონიერი ხელისუფლება და პირველი პრეზიდენტი დაამხო, გაგრძელებული ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტით და ოკუპაციით, რაც დღემდე გრძელდება. და აი ამ ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა! 


ქართველ ხალხს გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება: 


1. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და სწორი გეოპოლიტიკური მომენტისთვის მზადება. 


2. ამ სწორ მომენტეში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. 


3. შერიგება. 


4. გაპარტახებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ხელახალი აშენება და წალკოტად ქცევა“ –აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930