გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

15-10-2018

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება.

 

მერიის ინფორმაციით, ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

 

  • კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • კოსტავას ქუჩა N75-თან;
  • კოსტავას ქუჩა N77-თან;
  • შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

 

გარდა ამისა, სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

 

ქვეითთა შუქნიშნები  შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან დამონტაჟდება, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031