გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა“- „ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

18-09-2024

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლებების მოქალაქეებს შეხვდა.


დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში აქამდე განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.


მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.


„ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით ომის შედეგები და ამიტომ ვირჩევთ მშვიდობას.“ - ქალბატონი მადონა ოქროპირიძე გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებული. ამ ადამიანებთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ამიტომ მაქვს მათი მხარდაჭერის იმედი“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი - გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი წიკლაური და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გოჩა თედორაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031